ციფრული სკოლა




 სსიპ ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლა






          სსიპ ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში „ციფრული სკოლა-საქართველო“.
         პროექტის თანახმად  “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. იგი ეყრდნობა  ესტონურ გამოცდილებას და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვას  ისახავს მიზნად.
ციფრული სკოლის პროექტის ფარგლებში მონაწილე  თითოეული სკოლის  გუნდი 6 წევრით არის  დაკომპლექტებული, რომლებიც პროექტისა  და საკუთარი სკოლის კოპმეტენციის   ფარგლებში შეასრულებენ ტრენერთა მიერ მოწოდებული დავალებებს:

📍 გუნდის წევრებს ევალებათ  სკოლაში შეაფასონ ციფრული სასწავლო პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ციფრული სტრატეგია.
📍    ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად გააცნონ და გამოიყენონ შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტები.
📍    სასკოლო დონეზე დანერგონ  ციფრულ სტრატეგიაში გაწერილი აქტივობები.
📍    მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
        პროექტი გვეხმარება სასკოლო და საკლასო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში,  მივიღოთ შესაბამისი შედეგები და შედეგად - რეკომენდაციები და რჩევები.
📍     სამომავლოდ მოვამზადოთ სკოლის სასწავლო  პრაქტიკის  გეგმა.
📍     სკოლაში ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც დანერგავს და გაავრცელებს პროექტზე დაყრდნობით სკოლის  ციფრული ინოვაციების სტრატეგიებს, ინსტრუმენტებს და ხელს შეუწყობს მათ  პრაქტიკულ გამოყენებაში  .

      ზემოთ  აღნიშნულიდან  გამომდინარე  ჩვენი  სკოლის გუნდი აქტიურად  ჩავერთეთ  პროექტის „ციფრული სკოლა-საქართველოს“  ტრენინგებსა და აქტივობებეში.





ფოტო გადაღებულია ციფრული სკოლის ტრენინგზე ტრენერებთან ერთად