რას გვთავაზობს ციფრული
სკოლა
ციფრული სკოლა სთავაზობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გამოიყენონ ვებრესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება
ტაბლეტებისა და პერსონალური მოწყობილობებისთვის. მასწავლებლებს
მისცემს საშუალებას ფასილიტაცია გაუწიონ მოსწავლეებს
და ხელი შეუწყონ მათ სწავლების პროცესში. დაკვირვების შედეგად გამოიტანონ დასკვნები
როგორ სწავლობენ მოსწავლეები უკეთ. მასწავლებლებლები
ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით უკეთ
შეძლებენ უზრუნველყონ
მოსწავლეები რეგულარული ინსტრუქციებითა და უკუკავშირებით, თუ როგორ გააუმჯობესონ მუშაობა. მასწავლებლები და
მოსწავლეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და საერთო მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდება ორივე მხარისთვის საინტერესო ვითარებაში.
ციფრული სწავლების მოდელი მოსწავლეებს
შესძენს მეტ
დამოუკიდებლობას, აიღებენ მეტ პასუხისმგებლობას
თავიანთ სწავლაზე. ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით მათ შესაძლებლობა ექნებათ
თავი გაართვან სხვადასხვა ტიპის დავალებებს თავიანთ თანატოლებთან ერთად, რადგან მოსწავლეებისთვის საჭიროა განივითარონ 21-ე სუკუნის ძირითადი უნარები და მიეცემათ შესაძლებლობა ჩართულები იყვნენ ავთენტური პრობლემების გადაჭრასა და თანამშრომლობითი სწავლის პროცესში. ყოველივე ეს მათ განუვითარებთ კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური მუშაობის ჩვევებს. ასევე მოსწავლეები გააცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია გააკეთონ რეფლექსია იმისა, თუ რა შემთხვევაში მიაღწიეს წარმატებას, რა დაეხმარათ და რა - არა.
მასწავლებლებს
შესაძლებლობა ექნებათ ჩაიწერონ მოსწავლეების ერთად მუშაობის პროცესი, ამით შეძლებენ
მათ უკეთესად შეფასებას. მნიშვნელოვანია , რომ მოსწავლეები იყვნენ ინდივიდუალურ დავალებებში ჩართულნი, რათა მოახდინონ
დემონსტრირება იმისა, თუ რა გაიგეს. ასევე მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის წვლილი ჯგუფურ მუშაობაში.
ციფრული სკოლა იძლევა შესაძლებლობას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტების გამოყენებით სწავლა-სწავლება გავხადოთ საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული, თუმცა საჭირო იქნება სისტემატურად
განვითარდეს ციფრული წიგნიერების ყველა კომპეტენცი და დავეხმაროთ მასწავლებლებს სკოლაში ეფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიები ყველა საგნის სწავლებისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий